საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
101
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-02
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018566
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №101

2015 წლის 2 თებერვალი

 ქ. თბილისი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ლამბალო-თულარის ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 89 858.81 (ოთხმოცდაცხრა ათას რვაას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

პრემიერ-მინისტრი                                               ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია