საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1947
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-01
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.974
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) პრივატიზების წესით (უსასყიდლოდ), ასევე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულების მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში უსასყიდლოდ მიღებული ბინების ღირებულება.“.

2. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 13 ოქტომბერი

№1947–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია