საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997, გვ.15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წიაღისეული, წყლის რესურსები, ტერიტორიული წყლები, კონტინენტური შელფი, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, ტყის ფონდი, საჰაერო სივრცე, დაცული ან განსაკუთრებული წესით გამოსაყენებელი ბუნებრივი ტერიტორიები.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
2005 წლის 8 ივლისი.
№1897–რს