ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N9 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-12
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.174.016057
ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N9 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2015 წლის 6 თებერვალი

ქ. გორი

 

ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08/08/2014; 010250050.35.174.016009) დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

1. „მართვის ოპტიმიზაციისთვის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი იყოფა თერთმეტ ადმინისტრაციულ ერთეულად, თითოეული ადმინისტრაციული ერთეული ქალაქ გორის დასახლების ნაწილია.

2. ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულებია:

     ა) ცენტრალური დასახლების  1-ლი  უბანი;

     ბ) ცენტრალური დასახლების  მე-2   უბანი;

     გ) კომბინატის დასახლების  1-ლი  უბანი;

     დ) კომბინატის დასახლების  მე-2   უბანი;

     ე)  ჭალა-წყაროსუბნის  დასახლება;

     ვ) სადგური-ელექტროფიკაციის   დასახლება;

     ზ) წმინდაწყლის 1-ლი  უბანი;

     თ) წმინდაწყლის (ვოლოგდის)  მე-2   უბანი;

     ი) ვერხვების დასახლება;

     კ) კვერნაქის დასახლება;

     ლ) დევნილთა ჩასახლება.

3.  ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე

კრებსითი — სრული ვერსია