„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
178
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2015-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-10
სარეგისტრაციო კოდი
020080150.22.023.016301
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №178

2015 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის №43 ბრძანების (სსმ ვებგვერდი, 19/06/2013, ს/კ 020080150.22.023.016168) მე-3 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამტკიცდეს თანდართული რედაქციით (დანართი №3).
მუხლი 2
ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია