|
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში, ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (ვებგვერდი, 07/08/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.139.016123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი და მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|