ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-10
სარეგისტრაციო კოდი
270090000.35.176.016069
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2015 წლის 6 თებერვალი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თელავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №35 დადგენილებაში  ,,ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ (www.matsne.gov.ge 01/10/2014; 270090000.35.176.016035).

1. დადგენილების დანართი №2 ,,საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზედა ზღვრები“ ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე



დანართი №2

 

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების ზედა ზღვრები

№

სტატუსი

საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ანაზღაურება (ლარი)

ამომრჩეველთან შეხვედრებისათვის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულებისათვის ანაზღაურება (ლარი)

1

საკრებულოს წევრი

200

50

 


კრებსითი — სრული ვერსია