|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ)“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასური განსაზღვრავს ამ დადგენილების 1-ლი მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ოქტომბრის №33 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|