„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-09
სარეგისტრაციო კოდი
010340010.35.114.016246
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №5

2015 წლის 4 თებერვალი

დ. ჩოხატაური

 

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №37 დადგენილებაში (სსმ, 30. 09. 2014 წ.)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3  მუხლის პირველი პუნქტის  ,,გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,გ)  სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მეორე მუხლით დადგენილი   მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო სპეციალური ან ტექნიკური განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.”.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მეორე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო განათლება მაინც, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.”.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე

კრებსითი — სრული ვერსია