|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №711 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 010220020.10.003.018331) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1 ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ,,აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების მიზნით, შეიქმნას ,,აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნვესლაყოფად სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი - კომისიის თანათავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი - კომისიის წევრი; საქართველოს პარლამენტის წევრი - კომისიის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი - კომისიის წევრი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - კომისიის წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|