„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში (
www.matsne.gov.ge, 22/04/2014, 430210000.10.003.017923) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს 4
1 მუხლი შემდეგი რედაქციით:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 1 იანვრამდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების და ახალგაზრდების წახალისების პროგრამისათვის“ გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 32 04 03).“.