ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2015 წლის საიმპორტო წლიური კვოტის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
176
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2015-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-06
სარეგისტრაციო კოდი
360110000.22.023.016299
ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2015 წლის საიმპორტო წლიური კვოტის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №176

2015 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2015 წლის საიმპორტო წლიური კვოტის დამტკიცების შესახებ

„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  41 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს 2015 წლის საიმპორტო წლიური კვოტები ოზონის შრის დამშლელი შემდეგი ნივთიერებებისთვის: 
ა) წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 74,79 მეტრული ტონა;
ბ) 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი (CH3CF2Cl, HCFC-142b) და ქლორდიფტორეთანები (C2H3F2Cl, HCFC-142) – 8,91 მეტრული ტონა.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 5 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია