|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №44 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 26.11.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.109.016136) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილების დანართს დაემატოს 39-ე და მე-40-ე მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს
ა) ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილება; ბ)საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“.
ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის1 წლის გამოცდილება (სასურველი); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel).
მუხლი 40. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროს სპეციალისტს ადმინისტრაციულ ერთეულში
ა) ,,მარტვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაю
ა) საშუალო განათლება; ბ) მუშაობის 1 წლის გამოცდილება (სასურველი); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Office Word).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|