ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-05
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.144.016201
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №9

2015 წლის 30 იანვარი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 07/07/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.144.016146)  მე-16 მუხლის 1-ელ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

 „ 1.  საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს მიერ  ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრული  წესით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია