„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-05
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016246
„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2015 წლის 30 იანვარი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014 წლის 11 აგვისტოს №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2014, 010250020.35.163.016184) და დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 7. გამგებლის თანაშემწე და სამსახურის  მოსამსახურე

1. გამგებლის თანაშემწეს და სამსახურის სხვა მოსამსახურეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის თანაშემწე უზრუნველყოფს გამგებლის  დავალებების შესრულებას, ხელს უწყობს გამგეობის თათბირების ორგანიზებას, აგრეთვე ხელს უწყობს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

3. სამსახურის სხვა მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის და განყოფილების უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.

4. სამსახურის მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის, აგრეთვე  თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება- მოვალეობების შესრულებას.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი

კრებსითი — სრული ვერსია