|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 და მე-6 მუხლების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებელი: |
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის; |
ბ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
1.
მოსაკრებელის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით. |
2.
მოსაკრებლის ოდენობა სათამაშო ბიზნესის განისაზღვროს სახეობების მიხედვით: |
ა)
სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში -15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით; |
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში - 1 500 (ათას ხუთასი) ლარით; |
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%; |
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით; |
ე)
ლატარიის მოწყობაზე - ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არაუმეტეს 20%; |
ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|