|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ.” ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 ივნისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 18.06.2015წ. |
| მუხლი 1 |
ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ორგანიზაციებისა და მეწარმე სუბიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის და გაუვნებლობის მომსახურეობისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 04.05.2016წ. |
| მუხლი 2 |
ფიზიკურ პირთათვის მოსაკრებელი განისაზღვროს 0,50 (ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით თვეში ერთ სულზე და არაუმეტეს ოჯახზე 2 (ორი) ლარისა, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის თვეში ერთ სულზე 0.25 (ოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ოჯახზე 1 (ერთი) ლარისა.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 ივნისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 18.06.2015წ. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლების ხარჯები დაიფაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. |
დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა
|
|
დანართი №2
|
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“, „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1.
ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება–მოვალეობებს. |
2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია. |
3.
ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში. |
4.
დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. |
5.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის ორგანიზაციასთან და მეწარმე სუბიექტებთან გააფორმოს ხელშეკრულება.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 04.05.2016წ. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1.
მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურეობის ორგანიზებასა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს. |
2.
მოსაკრებელი გაიანგარიშება დაგროვების ნორმის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დაკავებული შესაბამისი ფართის, ადგილის მიხედვით. |
3.
გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში. |
4.
მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. |
5.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება |
1.
გადამხდელი პირისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მომსახურების მიღებისათვის. |
2.
ნარჩენის წარმომქმნელ სუბიექტს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შეუწყდება იმ თვის დასრულებასთან ერთად, რომელ თვეშიც მან შეწყვიტა ნარჩენების წარმოქმნა. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი |
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით ან/და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად ორგანიზაციასთან და მეწარმე სუბიექტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით. |
2.
მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 25 დღის განმავლობაში. |
3.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 04.05.2016წ. |
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას. |