„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
72
მიმღები ორგანო
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016282
„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72

2015 წლის 30 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 27 იანვრის  №268 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება „ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების  წესების დამტკიცების შესახებ“  თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტში და დაემატა „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები, რომლის მიხედვით დასაშვებად ჩაითვალა 100 კვ.მ.-მდე ტერიტორიის (გარდა საცხოვრებელი ფუნქციის მქონე შენობისა) 100%-ით განაშენიანება ყველა სახის სტრუქტურული და ფუნქციური ზონისათვის, მინიმალური განაშენიანების ფართი განისაზღვრა 100,00 კვ.მეტრით, რამაც უარყოფითად იმოქმედა ტერიტორიების ფიზიკურ გარემოზე და ინფრასტრუქტურის ფორმირებაზე. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ქალაქ ქუთაისში მიწის ნაკვეთის განაშენიანებისა და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების მაღალი მაჩვენებელია დადგენილი.

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში (ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესები) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოადგილენიკოლოზ ლატარია

კრებსითი — სრული ვერსია