|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭედის ნიმუში დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის N10 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
|
მუხლი 2.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
|
მუხლი 3.
სამსახურის უფლება-მოვალეობები |
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მიიღოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ინფორმაცია განხორციელებული ან/და განსახორციელებელი შესყიდვების კუთხით მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების მოსამზადებლად; ბ) დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, თავის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების, სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ცალკეული სპეციალისტები; გ) შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩაატაროს შეხვედრები და ტრენინგ-სემინარები. დ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; ე) თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ვ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მათი დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; ზ) დახმარებისა და პენსიის მიმღებთა სოციალურ ადაპტაციაზე ზრუნვა; თ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებული სახელმწიფო სოციალური, ჰუმანიტარული, ერთდროული მატერიალური და სხვა სახის დახმარებათა გაცემის ორგანიზება; ი) სოციალური სტატისტიკის წარმოება იმ ძირითად პრობლემათა გამოსავლენად და სრული სურათის მისაღებად, რომელიც მუნიციპალიტეტში პრიორიტეტად ითვლება; კ) დადგენილი ფორმით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა სოციალურად დაუცველ კონტიგენტის აღრიცხვა; ლ)სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებიდან სოციალურად დაუცველ კონტინგენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება; მ) ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდის განაწილების რეგულირებაში მონაწილეობის მიღება; ნ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო- უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად და შემდგომში მისი სწორად საწარმოებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ო) პერიოდულად შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა სოციალურ- საყოფაცხოვრებო მდგომარეობა; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება 2. სამსახური ვალდებულია ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და წინამდებარე დებულების ნორმები; ბ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და წარუდგინოს მერს; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს ყოველკვარტალური და წლიური ანალიზი შესყიდვების განხორციელების მდგომარეობის კუთხით და წარუდგინოს მერს; დ)უზრუნველყოს მერის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ე) პასუხი აგოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის მართებულობაზე.
|
მუხლი 4.
ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება, სამსახურის უფროსის, მერის თანაშემწის, მერის პირადი მდივნისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანყოფებია: ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) საორგანიზაციო განყოფილება; გ) შესყიდვების განყოფილება. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის დადგენილება № 2 7 - ვებგვერდი, 18.06.2015წ. |
მუხლი 41.
მერის თანაშემწე |
ა) შესაბამისი თანამდებობის პირის სახელზე შემოსულ კორესპონდენციას უკეთებს ანალიზს და უწევს სისტემატიზაციას, განსახილველად ამზადებს საჭირო დოკუმენტებს;
ბ) ახორციელებს კონტროლს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე; გ) უზრუნველყოფს დაწესებულებების წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის დადგენილება № 2 7 - ვებგვერდი, 18.06.2015წ. |
მუხლი 5.
სამსახურის უფროსი |
|
მუხლი 6.
სამსახურის განყოფილების უფროსი |
|
მუხლი 7.
სამსახურის მოხელე |
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები,რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი;
2. ვალდებულნი არიან დროულად და ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი. 3. დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები. 4. გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა მუნიციპალურ ქონებას. |
მუხლი 8.
განყოფილებები და მათი ძირითადი ფუნქციები |
1. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა, რეგისტრაცია და დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის; ბ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; გ) გასული დოკუმენტების გაგზავნა; დ) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად; ე) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა; ვ) საქმის წარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება; ზ) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება; თ) ელექტრონულ საქმისწარმოება; ი) საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება; კ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება; მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; ლ) მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; მ) საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენა; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრა; კონტროლი მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე. ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. საორგანიზაციო განყოფილება:
ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;
ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
გ) მერის სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
დ) გამართული კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:
ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;
ბ) სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
გ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
დ) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;
ე) მერიის მოსამსახურეებისა და წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა, კომუნიკაცია მოქალაქეებთან; ვ) მერის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრესდაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის დადგენილება № 2 7 - ვებგვერდი, 18.06.2015წ. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. |
მუხლი 9.
სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები |
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახურის დაფინასების ძირითადი წყაროა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. |
მუხლი 10.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 11.
დასკვნითი დებულება |
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" შესაბამისად. |