შეტანილ იქნეს ცვლილება ,,წყალტუბოს მუნციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №60 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matcne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016229. თარიღი 11/09/2014) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,კ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი ,,კ1“ ქვეპუნქტი:
,,კ1) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში ან/და გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ან/და სამსახურის ინიცირების საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, კერძოდ მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შესყიდვის ობიექტის მიღება. სამსახურის უფროსი ახდენს რეაგირებას ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე და წერილობით ატყობინებს გამგებელს“.
|