“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებით (სსმ, 010320010.22.038.016174, 23/05/2013) დამტკიცებული N1 დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ შემდეგ საექიმო სპეციალობაში: საოჯახო მედიცინაში და შინაგან მედიცინაში (თერაპია), ზოგად ქირურგიაში, კარდიოლოგიაში, ნევროლოგიაში ან ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში ანდა ზოგადი პროფილის ექიმი (მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტისათვის). უპირატესობა მიენიჭება სახელმწიფო სერტიფიკატს საოჯახო მედიცინაში და შინაგან მედიცინაში (თერაპია);“.
|