ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2016-01-21
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.118.016155
ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 21.01.2016; №1)

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2015 წლის 29 იანვარი

ქ. ონი

 

ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3  პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის 2014  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 იანვრის  N3 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი

 

ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.

მუხლი 2. ავადმყოფთა დახმარება
1. დახმარება გაეწევა ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად დროებით შრომისუუნარო პირებს,  თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს,  სტაციონარში მედიკამენტურ  მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათ აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა:
ა) თუ დიაგნოსტიკური კვლევების და მკურნალობის ხარჯი არ აღემატება 1000 ლარს   დახმარება განისაზღვრება გაწეული ხარჯების  60%-ის ოდენობით;
ბ) 1000 ლარიდან 2000 ლარამდე - დახმარება განისაზღვრება  გაწეული ხარჯების  60%-ის ოდენობით მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
2. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, სრულად აუნაზღაურდებათ მათ მიერ გაწეული,  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ყველა  ხარჯი, მიუხედავად იმისა, აფინანსებს თუ არა მას სახელმწიფო ჯანდაცვის რომელიმე პროგრამა.
3. დახმარების გაცემა მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორებით ან აუცილებლობის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა მოხდეს მოქალაქის პირად ანგარიშზე.
4. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტებები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
5. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკური სამედიცინო კვლევის ან სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 24.12.2015წ.


მუხლი 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება
1. მატერიალური დახმარება გაეწევათ არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებს: ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენის, ფსიქიკური პრობლემების და ინვალიდობის ეტლის საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ  სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 250 ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმაN100;
ე) ფორმა № IV-50/4 სსე - ბიუროს  შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი;
ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

მუხლი 4. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით    დახმარება
1. 0-18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცეს  ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:
ა) სამ შვილზე - 100 ლარი;
ბ) ოთხ შვილზე - 150 ლარი;
გ) ხუთ შვილზე - 200 ლარი;
დ) ექვს და მეტ შვილზე - 250 ლარი.
2. ოჯახებზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით 0-1 წლამდე ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით.
3. ოჯახებს, რომლებსაც 2014 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის ასაკამდე) დახმარება გაეწიოთ 300 ლარის ოდენობით.
4. ოჯახებს რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი შვილი 0-18 წლამდე ასაკის  დამატებით ერთჯერადი დაფინანსება მიეცემათ  50  ლარის  ოდენობით.
5. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ.

მუხლი 5. ობოლ ბავშვთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა დედით ან/და  მამით ობოლ ბავშვებზე  სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა)  განცხადება;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიში.

მუხლი 6. ომის ვეტერანთა სარიტუალო  დახმარება
1. ერთჯერადი  დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება;
ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი.
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. სოციალურ დახმარებას მიიღებს გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველად მიმართავს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

მუხლი 7. ხანდაზმულთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის)  500 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიში.

მუხლი 8. ხანძრისა და  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება
1. დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისთვის, არაუმეტეს 3000 ლარისა.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ;
დ) (ამოღებულია - 16.12.2015, №26);
ე) მუნიციპალიტეტის  შესაბამისი კომისიის აქტი ზიანის ოდენობის შესახებ;
ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ზ) საბანკო ანგარიში.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 18.12.2015წ.


მუხლი 9. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ   ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული   ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ  პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება
1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული               ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების მიზნით:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი შემწეობა 100 ლარის ოდენობით 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
ბ) საქართველოს ტერიტორიული  ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი შემწეობა 100 ლარის ოდენობით 26 მაისს  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით;
გ) თითოეულ ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი 50 ლარის ოდენობით;
დ) თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის  დაფარვა მოხდება  ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა  მოხდეს  გამგეობის  შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.

მუხლი 10. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების  დახმარება
1. ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების  დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის  დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.

მუხლი 101. უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა
1. დახმარება გაეწევა იმ უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ   ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი, სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს და ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ანაზღაურდება ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის დაქირავების  საფასური  წელიწადში  არაუმეტეს 600 ლარისა.
2. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;         
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომ მოქალაქეს არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;
ზ) ქირავნობის ხელშეკრულება.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.


მუხლი 11. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
1. ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა  და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში - სამსახური).
2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს გამგებელს. გამგებლის მიერ იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
3. სოციალური დახმარების თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

მუხლი 12. წესში ცვლილებების  შეტანა
წინამდებარე წესში ცლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


კრებსითი — სრული ვერსია