,,საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
200
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-19
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-21
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.841
,,საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №200

2007 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №39, მუხლი 409) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლაშა ახალაძე – შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი

მინდია გადაევი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის უფროსი

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

რამაზ გიორგაძე – შპს „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული დირექტორი

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

სერგო მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ზაზა სეთურიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი

ფრიდონ სურმანიძე – შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგუ­რის“ გენერალური დირექტორი

გიორგი ჩხეიძე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საელჩოში უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია