„2010 წლის 28 დეკემბერს ხელმოწერილ „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო − ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი) ფინანსურ ხელშეკრულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილი-შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018477
„2010 წლის 28 დეკემბერს ხელმოწერილ „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო − ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი) ფინანსურ ხელშეკრულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილი-შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 47

2015 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„2010 წლის 28 დეკემბერს ხელმოწერილ „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო − ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი) ფინანსურ ხელშეკრულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილი-შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა გ. კაკაურიძისა  და დ. ლეჟავას მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 24 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „2010 წლის 28 დეკემბერს ხელმოწერილ „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო − ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი) ფინანსურ ხელშეკრულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილი-შეთანხმება.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ წერილ-შეთანხმებაზე საქაართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და დავით ლეჟავა.

პრემიერ-მინისტრი                                   ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია