„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016216
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2015 წლის 28 იანვარი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  01/08/2014,  სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016161) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–11 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგეობის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური;

ე) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

ვ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური;

ზ) შიდა აუდიტის სამსახური;

თ) ზედამხედველობის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია

კრებსითი — სრული ვერსია