|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცებულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის დანართით გათვალისწინებული პროგრამები და მათი განხორციელების წესები. |
2.
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ონკოპრევენციის პროგრამა და მისი განხორციელების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ეს წესი განსაზღვრავს ონკოპრევენციის პროგრამის განხორციელების პირობებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის 6.1.2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „ონკოპრევენციის პროგრამა“ - პროგრამაში (6.1.2 პუნქტი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
მუხლი 2.
პროგრამის მოსარგებლეები და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა |
1. კიბოს სკრინინგის კომპონენტის მოსარგებლეები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები.
2. პროგრამით განსაზღვრულ სერვისებს წარმოადგენს: ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ა.ა) შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას; ა.ბ) მამოგრაფიულ გამოკვლევას (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით); ა.გ) ექოსკოპიურ გამოკვლევას, საჭიროების დადასტურების შემთხვევაში. ბ) საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ბ.ა) გინეკოლოგის კონსულტაციას; ბ.ბ) პაპ–ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით; ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში კოლპოსკოპიურ სკრინინგს და/ან კოლპოსკოპიურ სკრინინგს მორფოლოგიით. გ) პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას; დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს: დ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას; დ.ბ) საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპიური სკრინინგს და/ან კოლონოსკოპიურ სკრინინგს მორფოლოგიით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
მუხლი 3.
პროგრამის განხორციელების მექანიზმი |
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება ააიპ ,,ეროვნული სკრინინგ ცენტრი“.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - განმახორციელებელი). 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება სუბსიდირების სახით. 4. პროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგენებების ფარგლებში. |
მუხლი 4.
ბენეფიციარი პირების ჩართვა პროგრამაში |
1. კიბოს სკრინინგის მომსახურების მისაღებად ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვა განხორციელდება პროგრამის მიმწოდებელთან/მის ქვეკონტრაქტორებთან მიმართვის შემთხვევაში;
2. ონკოპრევენციის პროგრამის მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ: ა) პაციენტის კონსულტირება ექიმ-სპეციალისტების მიერ; ბ) გამოსაკვლევი პირების პირველადი სკრინინგის ჩატარება ერთჯერადად; გ) განმეორებით სკრინინგის ჩატარება რეკომენდირებული პერიოდებით: გ.ა) ძუძუს კიბოს - ორ წელიწადში ერთხელ; გ.ბ) მსხვილი ნაწლავის სკრინინგი - ორ წელიწადში ერთხელ; გ.გ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი - სამ წელიწადში ერთხელ; გ.დ) პროსტატის კიბოს სკრინინგი - ყოველწლიურად. დ) მეორადი სკრინინგის ჩატარება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით; ე) საჭიროებისამებრ ფორმა N100-ის გაცემა; ვ) სკრინინგის შედეგების სტატისტიკური ანალიზი და შედეგების წარმოდგენა ეპიდემიოლოგიური ანალიზის სახით; ზ) (ამოღებულია - 08.05.15 №11-43); თ) პროგრამულად განსაზღვრული მიზნობრივი პოპულაციის მოცვის მაჩვენებლის გაზრდა. 3. (ამოღებულია - 08.05.15 №11-43); 4. (ამოღებულია - 08.05.15 №11-43); 5. (ამოღებულია - 08.05.15 №11-43). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
მუხლი 5.
ანგარიშგება |
1. კიბოს სკრინინგის კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურებები ანაზღაურდება სრულად თანაგადახდის გარეშე, ერთეულის ღირებულების (დანართი №1) საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;
2. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 5 რიცხვისა. 3. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს: ა) დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი; ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობების გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. 5. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისათვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობის ცალ-ცალკე ან ერთობლივად მიწოდება (კონსულტირება, კვლევები); 6. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მომსახურების მოცულობა დასრულდა მომსახურების გაწევის დაწყების საანგარიშებო თვის მომდევნო თვეებში, მიმწოდებელს შეუძლია წარადგინოს შესაბამისი მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არაუგვიანეს მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურების დასრულებიდან 3 საანგარიშგებო თვისა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
მუხლი 6.
შემთხვევების შერჩევითი შემოწმება |
1. შემთხვევების შერჩევითი შემოწმება ხდება განმახორციელებლის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
2. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, პაციენტთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება. 3. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შედგეს შემთხვევის შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. 4. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი. 5. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებულ სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება. 6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს თანხა გადაახდევინა იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია პროგრამით, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. |
მუხლი 7.
საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება |
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:
ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემთხვევის შერჩევითი შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად; ე) საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარმოდგენა განხორციელდა მიმდინარე თვის 20 რიცხვის შემდეგ პერიოდში, აღნიშნული დოკუმენტები განიხილება როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი; 2. სრულყოფილად წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებზე ფორმდება დოკუმენტების პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) პროგრამის დასახელება; გ) საანგარიშგებო თვე; დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით; ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით; ვ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ზ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 3. ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელთან დოკუმენტების მიღებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენა თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, იმავე სამუშაო დღეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში ასატვირთად. 4. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. 5. საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარსადგენი ერთეულის პროგრამული კოდები განისაზღვრება განმახორციელებლის მიერ, და შესაბამის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად განთავსდება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge; 6. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება განმახორციელებლის ინდივიდუალური ორგანიზაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსებულია/განთავსდება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
მუხლი 8.
შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი |
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას; 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს; ბ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს; გ) თუ სრულად არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება; დ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარს -არ არის დაცული პროგრამის მოთხოვნა პაციენტის ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით. 3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება პირველადი მიღება ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. 4. განმახორციელებელი შესაბამისი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შემდგომ ახორციელებს ასანაზღაურებელ თანხაზე მეორადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. 5. პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
შენიშვნა: მიმწოდებლის მიერ პროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის (პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის, შემთხვევათა რეესტრის, მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი) და ქვეკონტრაქტორების შერჩევის კრიტერიუმები შემუშავდება/დამტკიცდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
დანართი N1
|
|
ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა და მისი განხორციელების წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ეს წესი განსაზღვრავს ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის განხორციელების პირობებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის 6.1.9 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია“ - პროგრამაში (6.1.9 პუნქტი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
მუხლი 2.
პროგრამის ბენეფიციარები და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა |
1. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 2015 წლის 1 იანვრისათვის პროგრამით მოსარგებლე პირები, ხოლო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების 2015 წლის 1 იანვრიდან მიმღები ახალი ბენეფიციარები არიან ნარკომანიით დაავადებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები), რომელთაც გააჩნიათ სოციალურად დაუცველის სტატუსი (პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 70 000-დან 200 000-ის ჩათვლით, მ.შ. სომატურად მძიმე პაციენტები).
2. პროგრამით განსაზღვრულ სერვისებს წარმოადგენს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდება. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - განმახორციელებელი). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
მუხლი 3.
პროგრამის განხორციელების მექანიზმი |
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ,,ნარკომანია“ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები.
2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მიმწოდებლებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, განსაზღვრული თვის ლიმიტის ფარგლებში. 3. პროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგენებების ფარგლებში. |
მუხლი 4.
ბენეფიციარი პირების ჩართვა პროგრამაში |
პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად პროგრამის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება 2015 წელს ახალ ბენეფიციართა ჩართვას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ,,ნარკომანია“ ბენეფიციართა ნუსხიდან შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 265 ბენეფიციარს. ბ) პროგრამაში გაჩენილი ვაკანტური ადგილისა და ახალი ბენეფიციარის ჩართვის მომენტისათვის 70 000 სარეიტინგო ქულის ზემოთ მინიმალური ქულის მქონე მოსარგებლე რიგითობის დაცვით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
მუხლი 5.
ანგარიშგება |
1. პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება შეადგენს ერთ ბენეფიციარზე თვის განმავლობაში 110 ლარს.
2. თანადაფინანსება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. 3. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა. 4. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობების გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. 6. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა. |
მუხლი 6.
შემთხვევების შერჩევითი შემოწმება |
1. შემთხვევების შერჩევითი შემოწმება ხდება განმახორციელებლის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
2. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, პაციენტთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება. 3. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შედგეს შემთხვევის შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. 4. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი. 5. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებულ სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ხოლო უკვე ანაზღაურებულ შემთხვევაში თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს თანხა გადაახდევინა იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია პროგრამით, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
მუხლი 7.
საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება |
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:
ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემთხვევის შერჩევითი შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღნოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად; ე) საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარმოდგენა განხორციელდა მიმდინარე თვის 15 რიცხვის შემდეგ პერიოდში, აღნიშნული დოკუმენტები შესაძლოა განხილულ იქნას როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი; 2. სრულყოფილად წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებზე ფორმდება დოკუმენტების პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) პროგრამის დასახელება; გ) საანგარიშგებო თვე; დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით; ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით; ვ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ზ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 3. ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, მიმწოდებელთან დოკუმენტების მიღებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენა თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, იმავე სამუშაო დღეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში ასატვირთად. 4. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა 5. საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარსადგენი ერთეულის პროგრამული კოდი განისაზღვრება განმახორციელებლის მიერ, შესაბამის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად განთავსდება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge; 6. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება განმახორციელებლის ინდივიდუალური ორგანიზაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსებულია/განთავსდება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. |
მუხლი 8.
შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი |
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას; 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს; ბ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს; გ) თუ სრულად არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება; დ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარს - არ არის დაცული ახალი ბენეფიციარის ჩართვისას შესაბამისი კრიტერიუმები. 3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება პირველადი მიღება ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. 4. განმახორციელებელი შესაბამისი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შემდგომ ახორციელებს ასანაზღაურებელ თანხაზე მეორადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. 5. პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
შენიშვნა: მიმწოდებლის მიერ პროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის (პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის, შემთხვევათა რეესტრის, მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი) შემუშავება და დამტკიცება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ.
გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის დაფინანსების პროგრამა და მისი განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამის განხორციელების პირობებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის 6.1.3 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი“ - პროგრამაში (6.1.3 პუნქტი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარები და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირები. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - განმახორციელებელი). 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობას მიეკუთვნება: ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებებათა აქტიური და პასიური ეპიდზედამხედველობის განხორციელება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) მოსახლეობის იმუნოპროფილაქტიკური ღონისძიებების ხელშეწყობა და მონიტორინგი; დ)ცხოველთა მიერ დაზარალებული მოსახლეობის ეპიდზედამხედველობა, ანტირაბიული სამედიცინო დახმარების მიწოდების ხელშეწყობა; ე) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის ნოზოკომიური ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის რეკომენდაციების მიწოდება; ვ) გადამდებ დაავადებათა პრევენცია: ზ) დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; თ) ეპიდემიოლოგიური მონაცემების რეგულარული შეფასება,მონაცემთა ანალიზი; ი) ცხოვრების ჯანსაღი წესის და უნარ-ჩვევების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და სპეციფიკური ღონისძიებებით საინფორმაციო კამპანიების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 3 რაიონის სააღმზრდელო დაწესებულებებში პილოტურად ორგანიზება და წარმართვა. მუხლი 3. პროგრამის მიმწოდებელი და განხორციელების მექანიზმი 1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება ააიპ ,,თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი“. 2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება სუბსიდირების სახით. 3. პროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგენებების ფარგლებში. მუხლი 4. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელება 1. პროგრამის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: ა) აქტიური ან/და პასიური ეპიდზედამხედველობის გზით გამოვლენილი/რეგისტრირებული შემთხვევების კერის შესწავლა; ბ) ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება; გ) ინფექციის წყაროსა და ფაქტორის დადგენის მიზნით კერაში ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში ლაბორატორიული კვლევების განხორციელების უზრუნველყოფა; დ) კონტაქტირებულ პირებში დადასტურებული შემთხვევების დროს რეფერირება პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად მოსახლეობაში იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი; ვ) არაგეგმიური აცრების შესაბამისად მოსახლეობაში იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი; მუნიციპალიტეტის იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება; ზ) ეპიდჩვენებით ჩასატარებელი ორგანიზებული აცრების განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და ანალიზი; თ) ვაქცინებისა და სხვა ასაცრელად საჭირო მასალების და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის; ი) იმუნიზაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება. კ) რეგისტრირებული ინფექციური დაავადებების ანალიზი, მათი შესაძლო გავრცელების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზირება; ლ) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; მ) მოსახლეობის გადამდებ დაავადებათა პრევენციის საკითხებში ინფორმირებულობისათვის მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანია. ნ) საანგარიშგებო წლის დასაწყისში განმახორციელებლისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 3 რაიონის სააღმზრდელო დაწესებულებებში პილოტურად განსახორციელებელი ცხოვრების ჯანსაღი წესის და უნარ-ჩვევების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და სპეციფიკური ღონისძიებებით ჩასატარებელი საინფორმაციო კამპანიების თაობაზე ინფორმაციის (სააღმზრდელო დაწესებულებების ნუსხა, ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი, თემები, საინფორმაციო მასალები) წარდგენა და შეთანხმება. მუხლი 5. ანგარიშგება 1. პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება განხორციელდება სრულად თანაგადახდის გარეშე; 2. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა. 3. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს განხორციელებული სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია მოხსენებითი ბარათის ფორმით, დადგენილი საანგარიშგებო ფორმა, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობების გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. მუხლი 6. შემთხვევების შერჩევითი შემოწმება 1. შემთხვევების შერჩევითი შემოწმება ხდება განმახორციელებლის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. 2. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, კონტაქტირებულ პირებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება. 3. შემთხვევითი შემოწმება გულისხმობს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთა. 4. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შედგეს შემთხვევის შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. მუხლი 7. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება 1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისობის დადასტურება; ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება თვის განსაზღვრულ ლიმიტთან; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემთხვევის შერჩევითი შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღნოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად; ე) საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარმოდგენა განხორციელდა მიმდინარე თვის 15 რიცხვის შემდეგ პერიოდში, აღნიშნული დოკუმენტები შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი; 2. სრულყოფილად წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებზე ფორმდება დოკუმენტების პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი და თარიღი; გ) პროგრამის დასახელება; დ) საანგარიშგებო თვე; ე) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების მითითებით; ვ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ზ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 3. ხელშეკრულების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელთან დოკუმენტების მიღებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, იმავე სამუშაო დღეს წარადგინოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში ასატვირთად. 4. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. 5. საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარსადგენი ერთეულის პროგრამული კოდები განისაზღვრება განმახორციელებლის მიერ და შესაბამის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად განთავსდება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge; 6. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება განმახორციელებლის ინდივიდუალური ორგანიზაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსებულია/განთავსდება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge. 7. პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს შემოწმების შედეგი შესრულებული სამუშაოს შემოწმების შედეგი შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა - თუ შემოწმებისას დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია შესრულებულ სამუშაოსთან. ბ) შემთხვევა, არ ექვემდებარება ანაზღაურებას - თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ემთხვევა შესრულებულ სამუშაოს, დაექვემდებარება დაქვითვას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 1 %-ის ოდენობით, განმახორციელებლის სასარგებლოდ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში (30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა და მისი განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში (30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების განხორციელების პირობებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის 6.1.13 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში (30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა“ - პროგრამაში (6.1.13 პუნქტი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარები და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. პროგრამით გათვალისწინებული სერვისის მიმღები ბენეფიციარები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 30 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადებების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სავალდებულო/შესაძლო ჩვენების მქონე საქართველოს მოქალაქეები. 2. ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან ძვლის ტვინის ტრანპლანტაციის საჭიროების მქონე ის პაციენტები, რომელთაც აქვთ დასმული შემდეგი დიაგნოზები: ა) მწვავე ლეიკემია; ბ) მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია; გ) მწვავე მიელოიდური ლეიკემია; დ) ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია; ე) იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია; ვ) არა-ჰოჯკინის ლიმფომა; ზ) ჰოჯკინის ლიმფონა; თ) მიელოდისპლაზიური სინდრომი; ი) აპლასტიური ანემია; კ) ჰისტიოციტოზი ლ) თალასემია. 3. პროგრამით განსაზღვრულ მომსახურების მოცულობას წარმოადგენს ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე 30 წლამდე ასაკის პირების ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციისა და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის (მაქსიმუმ 180 დღე) მართვის დაფინანსების უზრუნველყოფა სერვისების მიმწოდებელ კლინიკაში: ა) აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია; ბ) ალოგენური ტრანსპლანტაცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით; 2. ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციისა და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის (მაქსიმუმ 180 დღე) მართვის დაფინანსება მოხდება წინასწარ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 200 000 ლარისა ერთი ბენეფიციარისათვის. 3. ამ წესის მიზნებისათვის მიმწოდებელს წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებები (შემდგომში მიმწოდებელი) მუხლი 4. ბენეფიციარი პირების ჩართვა პროგრამაში 1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოზის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს (შემდგომში განმახორციელებელი) განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საქართველოს მოქალაქეობისა და თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა). თუ პირი არასრულწლოვანია დამატებით უნდა წარადგინოს დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) ფორმა №IV-100/ა და დეტალური ეპიკრიზი (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად); გ) ბენეფიციარისათვის ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპანტაციის ჩატარების აუცილებლობის თაობაზე დასკვნების წარმოდგენა. კერძოდ, შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკების 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნა და ასევე, პაციენტის მდგომარეობის მმართავი კლინიკის კონსილიუმის გადაწყვეტილება. დ) მიმწოდებელი დაწესებულებიდან: დ.ა) (ამოღებულია - 08.05.15 №11-43); დ.ბ) მიმწოდებელი დაწესებულების შესაბამისი პროფილის ექიმის მიერ გაცემული ცნობა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩატარების აუცილებლობის თაობაზე; დ.გ) კლინიკის საბანკო რეკვიზიტები; დ.დ) წინასწარ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, განმახორციელებს შეუძლია მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ბენეფიციარი განმახორციელებთან აფორმებს წერილობითი ვალდებულებას თანხმობის ბარათის სახით (დანართი N2) მიმწოდებელი დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას პაციენტისათვის გაწეული მომსახურების სამედიცინო ჩანაწერებისა და ფინანსური ხარჯების თაობაზე (მ.შ. ვაუჩერის ღირებულებაში გაწეული მომსახურება), წარმოდგენის თაობაზე. 3. პროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა განხორციელდება მერიაში განცხადებით მომართვის თარიღის შესაბამისი რიგითობის დაცვით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 5. ანგარიშგება 1. მოქალაქეთა წინასწარი სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება განხორციელდება მოქალაქის მიერ საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. 2. ვალდებულება მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენაზე დაეკისრება პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს მკურნალობის დასრულებიდან არაუგვიანეს მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურების დასრულებიდან 1 საანგარიშგებო თვისა. 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება წინასწარ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 200 000 ლარისა. 4. პროგრამის ძირითადი დაფინანსება განხორციელდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 6. შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა 1. შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობას ახორციელებს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული პროგრამის კოორდინატორი (შემდგომში - კოორდინატორი). 2. შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობისას ხდება: ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) წინასწარ წარმოდგენილი და ანაზღაურებული ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან. გ) წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღნოჩენისას, კოორდინატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს/პასუხისმგებელ პირს და მისცეს 15 დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად. 2. თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ შესრულებულ სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ ემთხვევა მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, პროგრამით გათვალისწინებულ დასაფინანსებელ დიაგნოზებს და მისაწოდებელ მომსახურებას, ასეთ შემთხვევაში ვაუჩერის სახით წინასწარ გაცემული თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პროგრამის მოსარგებლეს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს. 3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 22 სამუშაო დღისა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 7. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი 1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) დამატებითი ასანაზღაურებელი შემთხვევა; გ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას; 2. ასანაზღაურებელი შემთხვევა- მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში; 3. დამატებითი ასანაზღაურებელი შემთხვევა დგება იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტიურმა შესრულებამ სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე შეიძლება გადააჭარბოს წინასწარ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წინასწარ ანაზღაურებულ თანხას, მაგრამ არაუმეტეს 200 000 ლარისა. 4. ანაზღაურებას არ ექვემდებარება - ანაზღაურებული თანხა დაბრუნდება იმ შემთხვევებში, როდესაც: ა) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“) მონაცემებს. ბ) ჩატარებული სამედიცინო მომსახურება არ წარმოადგენს ან/და სცილდება პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას. 5. პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით კოორდინატორის მიერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების განხორციელების წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების განხორციელების პირობებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის 6.1.12 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება“ - პროგრამაში (6.1.12 პუნქტი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირები და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ის პირები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ ქ. თბილისში. 2. პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირები და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ის პირები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ ქ. თბილისში. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები ჩართულნი უნდა იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში. 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ა) C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრას სწრაფი/მარტივი ტესტირების მეთოდით; ბ) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის შედეგის საფუძველზე), მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას შემდეგი პრინციპით: ბ.ა.) ექიმთან ვიზიტი; ბ.ბ.) ანტი HCV სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით; ბ.გ) HCV რნმ პოზიტიურ პაციენტებს - სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით; ბ.დ) ღვიძლის ელასტოგრაფია (თუ FIB4 ქულა არის 1.45 - 3.25 მაჩვენებლებს შორის); ბ.ე) ღვიძლის ფიბროზის F3, F3- F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები: ბ.ე.ა) HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა ხაზოვანი ჰიბრიდიზაციის ან რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით; ბ.ე.ბ) HBsAg, Anti-HBs, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მექანიზმი და დაფინანსების მეთოდოლოგია 1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ა(ა)იპ ,,ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ (შემდგომში - ცენტრი); 2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულლი მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება (შემდგომში - დაწესებულება), რომელიც ეთანხმება დანართი N1-ით განსაზღვრულ პირობებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს ქ. თბილისის მუნიციპალურ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. 3. პროგრამის განმახორციელებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - განმახორციელებელი). 4. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით. 5. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულებისა, დანართი N2-ის შესაბამისად, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. 6. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებები ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულებისა, დანართი N2-ის შესაბამისად. 7. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება პირებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდება დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულების 30%, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების - 60%. 8. პროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 4. მოსარგებლეების ჩართვა პროგრამაში პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვა განხორციელდება პროგრამის მიმწოდებელთან მიმართვის შემთხვევაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 5. შემთხვევათა მართვა 1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა მართვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის შემოწმება; დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 6. შეტყობინება შემთხვევის შესახებ 1. დაწესებულება ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს პაციენტის ვიზიტის განხორციელებისას ელექტრონული პროგრამის საშუალებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება, დაწესებულება მაინც აკეთებს შეტყობინებას და პირი დროებით ფიქსირდება, როგორც ,,უცნობი“. პაციენტის საბოლოო იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენისას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება მომსახურების ანაზღაურება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 7. ანგარიშგება 1. ცენტრი და დაწესებულება (შემდგომში - მიმწოდებლები) ვალდებულნი არიან განმახორციელებელს წარუდგინონ საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის 20 რიცხვისა. 2. ანგარიშგებისას მიმწოდებლების მიერ წარდგენილი უნდა იყოს: ა) დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი. ამასთან, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული მომსახურების ანგარიშგებისას რეესტრი უნდა მოიცავდს შემთხვევებს, რომელთა ანაზღაურება განხორციელდა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ; ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა. 4. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 8. შემთხვევების შემოწმება 1. შემთხვევების შემოწმება ხდება განმახორციელებლის მიერ შემთხვევის შერჩევის პრინციპით. 2. შემთხვევის შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, პაციენტთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება. 3. შემთხვევის შემოწმებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შედგეს შემთხვევის შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი და მიმწოდებლების წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლების წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. 4. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებლებთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი. 5. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ხოლო უკვე ანაზღაურებულ შემთხვევაში თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მიმწოდებლებმა მოსარგებლეს თანხა გადაახდევინეს იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია პროგრამით, მიმწოდებლები იხდიან ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 9. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება 1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემთხვევის შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად; ე) საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარმოდგენა განხორციელდა მიმდინარე თვის 25 რიცხვის შემდეგ პერიოდში, აღნიშნული დოკუმენტები შესაძლოა განხილული იქნას როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი; 2. სრულყოფილად წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებზე ფორმდება დოკუმენტების პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) პროგრამის დასახელება; გ) საანგარიშგებო თვე; დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით; ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით; ვ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ზ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 3. ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებლებთან დოკუმენტების მიღებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენა თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, იმავე სამუშაო დღეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში ასატვირთად. 4. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის საბოლოო წარდგენიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. 5. საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარსადგენი ერთეულის პროგრამული კოდები განისაზღვრება განმახორციელებლის მიერ, და შესაბამის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად განთავსდება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge; 6. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება განმახორციელებლის ინდივიდუალური ორგანიზაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსებულია/განთავსდება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. მუხლი 10. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი 1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას; 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შეტყობინებასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევის შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს; ბ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს; გ) თუ სრულად არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება; დ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლეს - არ არის დაცული პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმები. 3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებლებსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის, ფორმდება პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებლებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. 4. განმახორციელებელი შესაბამისი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შემდგომ ახორციელებს ასანაზღაურებელ თანხაზე მეორადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. 5. პროგრამის ფარგლებში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. შენიშვნა: მიმწოდებლების მიერ პროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის (პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის, შემთხვევათა რეესტრის, მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი) და მიმწოდებლების სარეგისტრაციო ფორმა შემუშავდება/დამტკიცდება განმახორციელებლის მიერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. დანართი №1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ. დაწესებულების განსაზღვრის დამატებითი პირობები 1. დაწესებულება უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტის მიმწოდებელად დარეგისტრირებული, რის თაობაზეც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ უნდა იქნას სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოდან“. 2. მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება: ა) თითოეულ კვლევაზე დამტკიცებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP) და მათი შესრულების მონიტორინგის სისტემა) ბ) ლაბორატორიული კვლევების განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ–ტექნიკური ბაზა; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სერტიფიცირებული პერსონალი; დ) სერვისის განხორციელების უზრუნველყოფა პაციენტის მიმართვიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში; ე) პროგრამით განსაზღვრული ყველა კვლევის ჩატარების შესაძლებლობა. 3. სავალდებულო მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება: ა) HCV ინფექციის დეტექციისათვის სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით; ბ) C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპირება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ან ხაზობრივი ჰიბრიდიზაციის მეთოდით; გ) იმ კვლევებზე, რომელსაც დაწესებულება ახორციელებს ქვეკონტრაქტორების მეშვეობით, სავალდებულოა, წარმოდგენილი იქნას შესაბამისი ქვეკონტრაქტორების მიერ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და გაფორმებული ხელშეკრულებები. დანართი №2 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილება №11-43 - ვებგვერდი, 13.05.2015 წ.
|
დანართი N2
|
ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში (0-30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში მიმწოდებელი დაწესებულებიდან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებაზე თანხმობის ბარათი
|
პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი): ----------------------------------------- |
1.
ვადასტურებ, რომ წარმოვადგენ --------------------- (პროგრამის მოსარგებლის სახელი, გვარი) წარმომადგენელს; |
2.
თანახმა ვარ, ვუზრუნველყო მოსარგებლისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას პაციენტისათვის გაწეული მომსახურების სამედიცინო ჩანაწერებისა და ფინანსური ხარჯების თაობაზე (მ.შ. ვაუჩერის ღირებულებაში გაწეული მომსახურება), წარმოდგენა; |
3.
თუ ვერ იქნა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმეტაცია, ასეთ შემთხვევაში ვიღებ ვაუჩერის სახით წინასწარ გაცემული თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას; |
4.
ასევე ვიღებ პასუხისმგებლობას ვაუჩერის სახით წინასწარ გაცემული თანხის დაბრუნებაზე,თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ შესრულებულ სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილ ინფორმაცია არ ემთხვევა მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, პროგრამით გათვალისწინებულ დასაფინანსებელ დიაგნოზებს და მისაწოდებელ მომსახურებას.
-------------------------- ----------------------- --------------------------- სახელი და გვარი თარიღი ხელმოწერა. |
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების პირობებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის 6.1.6 პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის შესაბამისად. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ - ქვეპროგრამაში (6.1.6 პუნქტი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილება №15-61 - ვებგვერდი, 25.06.2015 წ. მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან 2015 წლის 1 ივლისამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2-დან 15 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ძირითად დიაგნოზად გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზი. 2. ქვეპროგრამით განსაზღვრულ სერვისებს წარმოადგენს: ა) მიმწოდებლის მიერ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა. ბ) მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში (შემდგომში - განმახორციელებელი); გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მოსარგებლისათვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს, 20 ინდივიდუალური სეანსის მიწოდებას, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა). დ)ქვეპროგრამით განსაზღვრული თითოეული ინდივიდუალური სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ, 1 საათს. ე) ქვეპროგრამის ფარგლებში, წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა ოდენობამ უნდა შეადგენოს არანაკლებ, 14 სეანსი, ხოლო წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, სეანსების ოდენობის არანაკლებ ¾. ვ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება) და კონსულტირება ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; ზ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით და ანგარიშის წარდგენა განმახორციელებლისათვის. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილება №15-61 - ვებგვერდი, 25.06.2015 წ. მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ქვეპროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით. 3. მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ ქვეპროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება განაცხადში გათვალისწინებული ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილ ვადაში და წესით დაუდასტურებს განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს. 4. პირის/ორგანიზაციის მიერ ქვეპროგრამის დამატებითი პირობების (დანართი N1) შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება განმახორციელებლის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილება №15-61 - ვებგვერდი, 25.06.2015 წ. მუხლი 4. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში 1. მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა ქვეპროგრამაში ჩართვისას (მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად) და ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას. 2. მიმწოდებელი ქვეპროგრამაში ჩართვისას წერილობით წარმოადგენს მასთან აღრიცხვაზე მყოფ (განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად) ინფორმაციას იმ პირთა თაობაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. 3. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ნუსხას (განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად) თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი) ასლი; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლთან ერთად; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მისამართის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამის დადგენა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საშუალებით; დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, ADOS ტესტირების შედეგი. ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 4.მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განმახორციელებლის მიერ მოსარგებლე რეგისტრირდება ქვეპროგრამის ელექტრონული მართვის მოდულში. 5. ამ მუხლისმე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება განხორციელდება მიმწოდებლის რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 6.მიმწოდებელ დაწესებულებაში, ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, ახალი მოსარგებლის ჩართვა ხორციელდება ჩართვის მომენტისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 1 ივლისიდან შემოსული განცხადებებით ფორმირებული მომლოდინეთა სიიდან. 7. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. 8.მოსარგებლეს/მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია თავისუფალი არჩევანის უფლება მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების არჩევისას, რასაც იგი აფიქსირებს სპეციალურად შემუშავებული განცხადების ფორმაში. 9.ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისათვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი. 10. ახალი მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის გაცემის საფუძველზე. 11.ქვეპროგრამის მიმწოდებელი, მოსარგებლის მიმართვისას ელექტრონული მართვის მოდულში ახორციელებს შეტყობინებას მოსარგებლისათვის პირველი და შემდგომი სეანსების ჩატარების თაობაზე. 12. მოსარგებლისათვის ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას იწვევს: ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, განმახორციელებლის მიერ გაცემულ ქვეპროგრამაში ჩართვის წერილში მითითებულ ვადამდე; ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 40% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე. 13. ვაუჩერის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა: ა) თუ ამავე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით; ბ) მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით, არაუმეტეს 1 თვის ვაუჩერის პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში, რაც მიმწოდებლის მიერ აღინიშნება საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენისას; გ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო, მოსარგებლის მიერ ვაუჩერის გამოუყენებლობა. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მინიმუმ, ერთი თვით ადრე, წერილობით აცნობოს მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და განმახორციელებელს. 14. მოსარგებლის ქვეპროგრამიდან გასვლის შემდგომ განმეორებითი ჩართვა ხორციელდება ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გავლით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილება №15-61 - ვებგვერდი, 25.06.2015 წ. მუხლი 5. ანგარიშგება 1. მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის მინიმუმ ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს. 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს, თვეში 420 ლარისა. 3. წლიური გეგმის შესაბამისად 20 სეანსზე მეტი სეანსის ჩატარების შემთხვევაში, 20 სეანსის დაფინანსება გათვალისწინებულია აღნიშნული პროგრამით, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს პაციენტის მხრიდან. 4.ვაუჩერით ანაზღაურდება მომსახურება მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან 16 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე 16 წლის ასაკის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება. 5. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს, შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა. 6. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი და მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 7. განმახორციელებელი უფლებამოსილია, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. 8. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა. 9. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 20 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილება №15-61 - ვებგვერდი, 25.06.2015 წ. მუხლი 6. შემთხვევების შემოწმება 1. შემთხვევების შემოწმება ხდება განმახორციელებლის მიერ შემთხვევის შერჩევის პრინციპით. 2. შემთხვევის შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის(შემდგომში - შემმოწმებელი) ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, მშობელთან/პირის კანონიერ წარმომადგენელთან და პერსონალთან გასაუბრება. 3. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას შემმოწმებლის მიერ უნდა შედგეს შემთხვევის შემოწმების აქტი ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერს შემმოწმებელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. 4. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი. 5. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება, უკვე ანაზღაურებული შემთხვევის თანხა კი, ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს თანხა გადაახდევინა იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია ქვეპროგრამით, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას, შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილება №15-61 - ვებგვერდი, 25.06.2015 წ. მუხლი 7. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება 1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემთხვევის შერჩევითი შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად; ე) საანგარიშგებო დოკუმენტებში 5 დღეზე მეტი ხნის შემდეგ არსებული ხარვეზების აღმოფხვრის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარმოდგენა განხორციელდა მიმდინარე თვის 15 რიცხვის შემდეგ პერიოდში, აღნიშნული დოკუმენტები განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი; 2. სრულყოფილად წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებზე ფორმდება დოკუმენტების პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) ქვეპროგრამის დასახელება; გ) საანგარიშგებო თვე; დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით; ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით; ვ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ზ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 3. ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, მიმწოდებელთან დოკუმენტების მიღებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენა თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, იმავე სამუშაო დღეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში ასატვირთად. 4. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 22 სამუშაო დღისა. 5. საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარსადგენი ერთეულის პროგრამული კოდი განისაზღვრება განმახორციელებლის მიერ, რომელიც, შესაბამის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge; 6. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსებულია/განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილება №15-61 - ვებგვერდი, 25.06.2015 წ. მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი 1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას; 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს; ბ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს; გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებით მომსახურება; 3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე - რჩება განმახორციელებელთან. 4. განმახორციელებელი შესაბამისი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შემდგომ ახორციელებს ასანაზღაურებელ თანხაზე მეორადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. 5. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. შენიშვნა: მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის (პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის, შემთხვევათა რეესტრის, მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი), მიმწოდებლის რეგისტრაციისათვის განაცხადის, მიმწოდებლთა აღრიცხვაზე მყოფ პირთა თაობაზე ინფორმაციის ცხრილის ფორმა ,ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველთა მიერ შესავსები განცხადების ფორმის შემუშავება და დამტკიცება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილება №15-61 - ვებგვერდი, 25.06.2015 წ. დანართი №1 დამატებითი პირობები 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისის განხორციელების, სულ მცირე, 6-თვიანი გამოცდილება; ბ) შესაბამისი სერვისი მულტიდისციპლინური გუნდის - ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და სხვა - ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა; გ) ქცევითი თერაპევტის (10 მოსარგებლეზე მინიმუმ 1) ყოლა: გ.ა) რომელიც არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ - ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი - ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის, სულ მცირე, ბაზისური მომზადება, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით; გ.ბ) რომელსაც გააჩნია ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების, სულ მცირე, 6-თვიანი გამოცდილება. დ) აუცილებელია ჰყავდეს მინიმუმ, ერთი ქცევითი თერაპევტი (სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით), რომელსაც შეუძლია ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება შესაბამისი ინსტრუმენტების (მ.შ. ABLLS ან VB-MAPP) გამოყენებით, ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენა, აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის, სულ მცირე, 2 წლის გამოცდილება და სრულად/ნაწილობრივ გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო კურსი ან მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით; ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად. 2. მიმწოდებელი ვალდებულია ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების დასადასტურებელად განმახორციელებელს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილება №15-61 - ვებგვერდი, 25.06.2015 წ. |