„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებით (სსმ, №27, 28.02.2006წ., მუხ.335) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) სათანადო გადაუდებელი აუცილებლობის, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიების გამოყენების შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“
|