|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74 დადგენილებაში ((www.matsne.gov.ge), 15/12/2014, 270070000.35.156.016192) და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„მუხლი 1. განისაზღვროს საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ზღვრული ოდენობა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|