საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №125
1997 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
ლ. გაბუნიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში პალეონტოლოგიისა და გეოლოგიის მეცნიერებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ლეონიდე გაბუნია დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე