„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 9 ოქტომბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-17
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2015-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-29
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.032.016168
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 9 ოქტომბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-17

2015 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 9 ოქტომბრის №2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 9 ოქტომბრის №2-217 ბრძანებაში (ვებგვერდი, 09/10/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016123) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №2)“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებული განათლების მქონე კანდიდატებს) და მაგისტრის ხარისხის ქონა;

ბ) მევენახეობა/მეღვინეობის დარგში არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

დ) სავალდებულოა  ორი  უცხო ენის (ინგლისური, რუსული) მაღალ დონეზე ცოდნა;

ე) საოფისე-კომპიუტერული პროგრამების ( microsoft word, excel, power point outlook) ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია

კრებსითი — სრული ვერსია