დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2018-01-31
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.156.016198
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
(ძალადაკარგულია - 31.01.18 №9)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №4

2015 წლის 27 იანვარი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.


საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-4 პუნქტის საფუძველზე,  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართი  №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი



დანართი №1

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ

მუხლი 1. წესის რეგულირების  სფერო
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე პრემიის გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

მუხლი 3. პრემიის გაცემის საფუძველი
  1. პრემია გაიცემა გამგეობის თანამშრომლებზე მათ მიერ  შესრულებული სამუშაოს საფუძველზე.
  2. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  3. პრემიის გაცემა ხორცილდება დმანისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.

მუხლი 4. პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
  1. ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ  სარგოს 100%-ს .
  2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ.
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვარტალური პრემიის გარდა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრიციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე წელიწადში  სამჯერ.

მუხლი 5. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
  1. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს  შესაბამის სამართლებრივ  აქტს (ბრძანებას).
  2. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.


კრებსითი — სრული ვერსია