საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2024-01-09
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.143.016314
საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2015 წლის 26 იანვარი

ქ. ხაშური

 

საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 მარტის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 17.03.2015წ.


„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 მარტის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 17.03.2015წ.


მუხლი 1
დამტკიცდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო  თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი“ დანართი №1-ის (თან ერთვის 1 ფურცლად) შესაბამისად.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 მარტის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 17.03.2015წ.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში  შედის  გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე



დანართი №1

 

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების და ნაკრები გუნდების, სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 მარტის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 17.03.2015წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.


მუხლი 1
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის  სპორტსმენების და ნაკრები გუნდების  სპორტულ ღონისძიებებზე  მივლინებისას კვების თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.

მუხლი 2
საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსდეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების და ნაკრები გუნდების სპორტულ ღონისძიებებზე  მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა.

2.1. დაფინანსება ხორციელდება ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულებებით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 მარტის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 17.03.2015წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.

მუხლი 3
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების და ნაკრები გუნდების კვებისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.

მუხლი 4
რეგიონულ და რესპუბლიკურ სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა სპორტსმენზე განისაზღვროს 15 ლარით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 9 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 10.01.2024 წ.

მუხლი 5
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების და ნაკრები გუნდების კვებისათვის საჭირო თანხის გადარიცხვა მოხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის ანგარიშზე, სკოლის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.

მუხლი 6
ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ანგარიშგების მიზნით პასუხისმგებელი პირი (სასპორტო სკოლის დირექტორის ბრძანებით პასუხისმგებელ პირად ინიშნება სასპორტო სკოლის სპეციალისტი შესაბამის სახეობებში, რომელიც უზრუნველყოფს შეჯიბრებებზე მივლენილი სპორტსმენების ტრანსპორტირებას, კვებას და ღამისთევას.  პასუხისმგებელი პირი ვალდებულია არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლას  წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.

მუხლი 7
სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 მაისის დადგენილება №37 - ვებგვერდი , 08.05.2018 წ .


კრებსითი — სრული ვერსია