„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-27
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.018393
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №10

2015 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,  30/09/2014,  010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. უმცროსი საჯარო თანამდებობა:

ა) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;

ბ) დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;

გ) დეპარტამენტის სამმართველოს სპეციალისტი;

დ) დეპარტამენტის სპეციალისტი;

ე) დეპარტამენტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (დამხმარე მოსამსახურე);

ვ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (დამხმარე მოსამსახურე);

ზ) დეპარტამენტის სამმართველოს სპეციალისტი (დამხმარე მოსამსახურე);

თ) თანაშემწე;

ი) დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი).“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  2015  წლის  12  იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია