„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.172.016067
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2015 წლის 23 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
     „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის  სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016062) დამტკიცებულ „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის   სოციალური დაცვის პროგრამაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 პროგრამის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,5. დახმარების მიმღებმა ოჯახმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის/მოწმობების ასლები;

დ) სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაცია ოჯახის შესახებ, სადაც მითითებული იქნება ფულადი პრევენციის საჭიროებაც;

 ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე

კრებსითი — სრული ვერსია