„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2015-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-28
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.038.016424
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №9

2015 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში (სსმ, 010340000.22.038.016242, 06/12/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:

 

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  დარგებში);

ბ) უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

დ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას);

ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.

 

2. მე-2  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  დარგებში);

ბ) უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

გ) მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

დ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას);

ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.

 

3. მე-3  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  დარგებში);

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.

 

4. მე-4  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  დარგებში);

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში  მონაწილეობა (სასურველია).“.

 

5. მე-5  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  დარგებში);

ბ) სამუშაო გამოცდილება ან გავლილი აქვს სტაჟირება (სასურველია);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია