„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2015-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-28
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016429
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №14

2015 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის №287 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016234, 12/11/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:

 

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს მიენიჭება უპირატესობა);

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

გ)  მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;

დ) NET ტექნოლოგიების ცოდნა;

ე) ინფორმაციის შენახვისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა;

ვ) ITIL COBIT სერტიფიკატების ფლობა (სასურველია);

ზ) უცხო ენის ცოდნა;

თ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.

 

2. მე-2 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4.  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5.  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია