„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
173
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2015-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-27
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016296
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №173

2015 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 02/05/2014, 360160000.22.023.016242) დამტკიცებულ მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

 

1. ინსტრუქციის მე-3 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41 სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მერქნული რესურსით მოსარგებლე ფიზიკური პირის იდენტიფიცირების განხორციელების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.“.

 

2. ინსტრუქციის დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციული ანალიზის დეპარტამენტი (ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე ქვედანაყოფი) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია