საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
03/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2015-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-28
სარეგისტრაციო კოდი
480180000.22.022.016909
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №03/ნ

2015 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



დანართი
 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება: დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;  

ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება  - არანაკლებ 5 წელი;

გ) მეცნიერების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა;

ე) პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ზ) ,,უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონი; 

თ) ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №219/ნ ბრძანება.


კრებსითი — სრული ვერსია