|
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №524 დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციის მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის:
ა) ბლანკის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1); ბ) ბლანკის შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესი (დანართი №2); გ) ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3); |
| მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ და საკონსულო დეპარტამენტებს ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება 2016 წლის 1 აგვისტომდე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 ივლისის ბრძანება №01-220- ვებგვერდი, 03.08.2015წ. |
| მუხლი 3 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის ბლანკის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადება, შენახვა და აღრიცხვა. |
| მუხლი 4 |
ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2016 წლის 1 აგვისტომდე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება N01-47 - ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის ბრძანება №01-96 - ვებგვერდი, 30.04.2015წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 ივლისის ბრძანება №01-220- ვებგვერდი, 03.08.2015წ. |
| მუხლი 5 |
ამ ბრძანებით დამტკიცებული ვიზის ბლანკი ძალაშია 2016 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება N01-47 - ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის ბრძანება №01-96 - ვებგვერდი, 30.04.2015წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 ივლისის ბრძანება №01-220- ვებგვერდი, 03.08.2015წ. |
| მუხლი 6 |
ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება N01-47 - ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის ბრძანება №01-96 - ვებგვერდი, 30.04.2015წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 ივლისის ბრძანება №01-220- ვებგვერდი, 03.08.2015წ. |
| მუხლი 7 |
ეს ბრძანება გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება N01-47 - ვებგვერდი, 27.02.2015წ. |
|