|
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 30/07/2014, 010250000.35.155.016130) დანართში და დადგენილების დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. გამგეობის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური; დ) კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; ე) ჯანდაცვის ,სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური; ვ) არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური. თ) შიდა აუდიტის სამსახური;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.03.15 წ. |
|