|
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1631 მუხლის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 31/07/2014 სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016149) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-12 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ბ) დებულების მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-9 პუნქტი |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის დადგენილება N7 - ვებგვერდი, 17.02.2015წ. |
|