საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №268
1997 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
მ. ცალქალამანიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში თავისუფალი ჭიდაობის განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდაში დიდი დამსახურებისათვის თავისუფალი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მირიან ცალქალამანიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე