ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N21 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-20
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.144.016194
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N21 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თობაზე
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №2

2015 წლის 15 იანვარი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N21 დადგენილების (www.matsne.gov.ge  01/08/2014; 010260030.35.144.016154) ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დებულებიდან  ამოღებულ იქნას მე-11  მუხლის მე-4 პუნქტის კ) ქვეპუნქტი და მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია