„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-13
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-15
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016312
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2015 წლის 13 იანვარი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20   მუხლის  მე-4  პუნქტის შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 15 ივლისის №30  დადგენილებაში (სსმ, 17.07.2014 010250050.35.143.016257) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება :

ა) ამოღებული იქნეს დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-11 მუხლის   მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი;

ბ)  ამოღებული იქნეს დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-12  მუხლის მე-10 პუნქტი;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე

კრებსითი — სრული ვერსია