საქართველოს კანონი
„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
მუხლი 1
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1999 წლის 3 თებერვლის საქართველოს კანონი „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3(10), 1999 წელი, მუხ.15).
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებამდე „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებები ძალას ინარჩუნებენ მხოლოდ ამ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 24 ივნისი.
№1776–რს