„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-15
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.140.016150
„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2015 წლის 12 იანვარი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში  (ვებგვერდი, 08/08/2014,  ს/კოდი: 010260020.35.140.016105),  კერძოდ:
  ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 09 იანვრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე

კრებსითი — სრული ვერსია