|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებაში „ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 08/08/2014; 010250050.35.174.016009) დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. მერიის ადმინისტრაციული ერთეულებია: ა) ცენტრალური დასახლების 1-ლი უბანი; ბ) ცენტრალური დასახლების მე-2 უბანი; გ) კომბინატის დასახლების 1-ლი უბანი; დ) კომბინატის დასახლების მე-2 უბანი; ე) ჭალა-წყაროსუბნის დასახლება; ვ) სადგური-ელექტროფიკაციის დასახლება; ზ) წმინდაწყლის 1-ლი უბანი; თ) წმინდაწყლის (ვოლოგდის) მე-2 უბანი; ი) ვერხვების დასახლება; კ) კვერნაქის დასახლება; ლ) დევნილთა ჩასახლება;” |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|