„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N61 დადგენილებაში (
www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016061) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მოსარგებლე ფინანსდება წელიწადში ერთჯერადად, წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.“