საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება #100
1997 წლის 12 თებერვალი
ა. თოფურიას ღირსების ორდენით
დაჯილდოების შესახებ
ქართული ლიტერატურის სწავლების მეცნიერული კურსის შექმნის, მისი დამუშავებისა და პედაგოგიური კადრების აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი აკაკი თოფურია დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე