სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 24 დეკემბრის №5 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2554
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018407
სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 24 დეკემბრის №5 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2554

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 24 დეკემბრის № 5 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ

1. „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის № 121 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის № 266 დადგენილებით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახ­ლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 24 დეკემბრის № 5 სხდომის ოქმი.

2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის № 121 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწი­ლების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის № 266 დადგენილე­ბით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლო­ბის, შესყიდ­ვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომი­სიის 2014 წლის 24 დეკემბრის № 5 სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავ­შირებით მიღებული № 1 გადაწყვეტილება.

3. ამ განკარგულების შესაბამისად, შესყიდვა განხორ­ციელდეს საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №13 28 განკარ­გუ­ლებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქ­ტურებში ინტეგ­რაციის საკით­ხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარა­ტის ფუნქცი­ონი­რებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამო­ყო­ფილი თანხებით.

პრემიერ-მინისტრი                                               ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია